შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"რას გიხდიან ამდენს ბიჭო"?!-აქციის ორგანიზატორის პასუხი ზოიძეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39747 
 11 ივლისი 2019

კაკო ზოიძე გამოდის და ჩვენ გვეძახის მეხუთე კოლონას, რას გიხდიან ამდენს, ბიჭო?!- ამის შესახებ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ახლა ცდილობს ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა აქციას დააბრალოს.

„შევახსენებ ხელისუფლებას, რომ ლარმა გაუფასურების უმაღლეს ნიშნულს, ჯერ კიდევ გავრილოვის ჩამოსვლამდე მიაღწია. ესეც ჩვენი ბრალია?! ეს არის იმ არასწორი პოლიტიკის დამსახურება, რომელსაც წლებია აწარმოებენ და ახლა ცდილობენ ჩვენ გადმოგვაბრალონ. სირცხვილია"- განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

ცნობისთვის: 

"ესენი არიან მტრები და მეხუთე კოლონა. აი, მაგი არის თავზე ხელს, რომ უსვამთ. რა მოქალაქეები წარმოიდგინეთ, რისი გულისთვის აკეთებენ ამას", — ასე მოიხსენია მმართველი პარტიის დეპუტატმა, აკაკი ზოიძემ აქცია #სირცხვილიას მონაწილეები. ამის შესახებ მან ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა