შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გახარია, ხალხს აღიზიანებ, პასუხს მოგთხოვთ“ - თაკო ჩარკვიანი შს მინისტრს მიმართავს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 ივლისი 2019

პარტიის - „კანონი და სამართალი“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი შს მინისტრს მიმართავს და ეუბნება, რომ მას პასუხი აუცილებლად მოეთხოვება. ამასთან, ჩარკვიანი ამბობს, რომ გახარია ოპოზიციას ვერ დააშინებს.
„გახარია !!!!!!!!! გვაბრაზებ ძლიერ!!!! ხალხს აღიზიანებ! ჰოდა, „კანონით და სამართლით“ აგიხსნით, როგორ უნდა აიცილო პასუხისმგებლობა უტიფრად ამ დანაშაულზე - თვალებისდათხრაზე, ადამიანებს, რომ დათვის ტყვიები ესროლეთ, სწორედ ამაზე „კანონით და სამართლით“ მოგთხოვთ პასუხს! დღეს რომ ბედავ და ოპოზიციის ლიდერებს იბარებ (შენი ,„მწირი“ ჭკუით და დამნაშავის ფსიქოლოგიით ) დასაშინებლად, აი, ზუსტად მაგაზე მოგთხოვთ პასუხს!“ - წერს ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

 

შეგახსენებთ: 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე არიან დაბარებულები ედპ-ს და გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბაჩუკი ქარდავა, ასევე, ენმ-ს წევრი ხატია დეკანოსიძე, „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე და, ასევე, „კანონის და სამართლის“ გენერალური მდივანი ირაკლი ღლონტი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია