შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გახარიას დიპლომატიური სკანდალი და საგარეო სამინისტროს ერთ საათში შეცვლილი პოზიცია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39783 
 12 ივლისი 2019

ერთ საათში შეცვლილი განცხადება - საქართველოს საგარეო სამქეთა სამინისტრომ დღეს, დილით, ფაქტობრივად უარყო შინაგან სამეთა მინისტრის გუშინ გაკეთებული განცხადება,რომლის მიხედვითაც 20-21 ივნისის ღამეს ის პროცესებს პარლამენტიდან, დიმლომატებთან ერთად აკვირდებოდა.

დღეს, დილით საგარეო უწყების წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა თქვა"ასეთი რამ პირველად მესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა. ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ"

აღნიშნული განცხადებდან დაახლოებით ერთ საათში, საგარეო უწყებაში მედია კიდევ ერთხელ დაიბარეს, ამჯერად კონსტანტინიდმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამინისტრო დიპლომატიურ კორპუსთან ინტენსიურ კომუნიკაციაში იყო, თუმცა მათი ფიზიკური მობილიზაცია არ გაუკეთებია.

მისი თქმით, დიპლომატიურმა კორპუსმა თავად გამოხატა ინტერესი და მივიდა პარლამენტში.

„ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენების დროს მაღალია ინტერესი და დიპლომატიური კორპუსი ამას თვალს ადევნებს. საგარეო უწყებას დიპლომატიურ კორპუსთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა ამ მოვლენების მიმდინარეობის დროს.

ამ პროცესში ინტენსიური კომუნიკაცია იყო ელჩებთან, ისევე როგორც ჩვენი უწყების, ასევე სხვა უწყებების მიერ. თუმცა თუ თქვენ გულისხმობთ ფიზიკურ მობილიზაციას, ასეთი რამ არ ყოფილა. თვითონ თავიანთი ინტერესი გამოხატეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და ისინი იმყოფებოდნენ პარლამენტში, მათთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა როგორც ჩვენს უწყებას, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებს.

ნახეთ, რომ იქ იმყოფებოდა გერმანიის ელჩი. ზუსტად ვერ დაგიდასტურებთ კიდევ რომელი ელჩი იმყოფებოდა, თუმცა იქ იყო დიპლომატიური კორპუსი," - განაცხადა კონსტანტინიდმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა