შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთის ტყეებში შესაძლოა მუხები გახმეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 ივლისი 2019

კახეთის ტყეებში მუხის ხეებს მავნებელი მასიურად გაუჩნდა.

კახეთის სატყეო სამსახურის უფროსის მოადგილის, სოსო ტურაშვილის ინფორმაციით, მუხის ხეებს ფოთლის რწყილი გაუჩნდა, რომელიც ფოთოლს ანადგურებს და  ხის გახმობას იწვევს.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე შესაბამის სამსახურებს ინფორმაცია უკვე მიაწოდა.
მუხის ფოთლის მავნებელი, კახეთის ტყეებში, გასული წლის ზაფხულშიც დაფიქსირდა, თუმცა წლევანდელ სეზონზე ის მუხის ხეებს მასიურად მოედო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია