შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის ორ უბანს წყალი არ მიეწოდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 ივლისი 2019
„ხუთსართულიანებისა“ და „ვერი პლანის“ დასახლებებში წყალი დღეს, 12 ივლისს, დაახლოებით 11:00 საათზე შეწყდა. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ განმარტავენ, რომ პრობლემა საერთო ქსელზე, დასახლებების მახლობლად შეიქმნა. „ხაზზეა დაზიანება, „ხუთსართულიანებიდან“ 20-30 მეტრში. ბრიგადა გასულია და აკეთებენ. დაახლოებით ორ საათში აღდგება მიწოდება“, - განმარტავს სამცხე–ჯავახეთში წყალმომარაგების კომპანიის მენეჯერი, ბესიკ ფილაური. ამ დასახლებებში მცხოვრებლებს წყალი 24 საათიანი რეჟიმით მიეწოდებათ. [თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია