შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის საბავშვო ბაღებსა და სკოლაში ენერგოეფექტურობის პროექტი დაიწყება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23485 
 12 ივლისი 2019
პროექტირება და სამშენებლო სამუშაოები, ჩრდილოატლანტიკური ქვეყნების გარემოსდაცვითი ფინანსური კორპორაციისგან (NEFCO) დაფინანსდება. ეს არის გრანტი, რომელიც საქართველომ საჯარო შენობების ენერგო-ეფექტურობის გაუმჯობესებისა და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენების პროექტისთვის მიიღო. ტენდერი ცხრა ივლისს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი ცხრა აგვისტოს დასრულდება. სატენდერო დოკუმენტაცია, ძირითადად, ინგლისურ ენაზეა. „დოკუმენტის ქართული ვერსია მხოლოდ ტენდერის მონაწილეთათვის საქმის გასამარტივებლად არის შექმნილი. შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ვერსიას“, - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.აქვე განმარტებულია, რომ სამუშაოების მიზანი, ენერგეტიკული რესურსების მოხმარების შემცირება და პერსონალის და მოსწავლეთა პირობების გაუმჯობესებაა, რასაც ენერგოდამზოგავი ღონისძიებების დანერგვით მიაღწევენ. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ენერგოეფექტურობის შენობებში დანერგვა, ბიუჯეტის სახსრების დაზოგვასა და ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების ემისიის შემცირებას შეუწყობს ხელს.შენობებში შესასრულებელი სამუშაოები, ძირითადად, კედლების, სხვენის, ჭერისა და იატაკის თბოიზოლაციას ეხება.[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია