შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჯანსუღმა შემოგითვალათ იმ ქვეყნიდან: მუხას რკოს ვერ მოსჭამთ, ცულიანო მკვლელებო“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39828 
 14 ივლისი 2019

პარტიის - „კანონი და სამართალი“ ხელმძვანელი, გაერთანებული ოპოზიციის წევრი, თაკო ჩარკვიანი ჟურნალისტ იოსებ ჭუმბურრიძეს, რომელმაც მას სოციალურ ქსელში ღია წერილით მიმართა, სოციალური ქსელითვე პასუხობს და სახალხო პოეტის, ჯანსუღ ჩაკვიანის სიტყვებით მიმართავს:

„სოსო იოსებ ჭუმბურიძე-ნუგზარ ფოფხაძისა!!! ჯანსუღმა შემოგითვალათ იმ ქვეყნიდან: „შეგიძლიათ რთხმელა მოჭრათ, ისე, როგორც გენებოთ, მაგრამ მუხას, რკოს ვერ მოსჭამთ, ცულიანო მკვლელებო - ჯ.ჩ.“

ამასთან, თაკო ჩარკვიანის თქმით, ჯანსუღის ხსენებას როგორ ბედავენ, როცა მთელ მის შემოქმედებას ერთი ჰიმნი ეყოფოდა, რომელიც სახალხო პოეტმა „თავისუფლებას“ ჯერ კიდევ 1972 წელს მიუძღვნა.

"თქვენ არ მეცოდებით, ჯანსუღ ჩარკვიანი მეცოდება,იმის მიუხედავად, რომ ყველა ხელმწიფის ნავში იჯდა"-ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვიანს ღია წერილით მიმართავს. გთავაზობთ მცირე ამონარიდს:

ვერ ვიცრუებ: თქვენ არ მეცოდებით.
ჯანსუღ ჩარკვიანი მეცოდება.
ყველაფრის მიუხედავად მეცოდება.
იმის მიუხედავად, რომ ყველა ხელმწიფის ნავში იჯდა და ყველა ცეკასა და რაიკომის მდივანთან მეგობრობდა;
იმის მიუხედავად, რომ მთელი ცხოვრება ღადაობდა - პარლამენტში, მწერალთა კავშირში, რესტორანში, ქორწილში, დაკრძალვაზე...
სხვათა შორის, მთაწმინდის გამოც მეცოდება.
დღევანდელ საქართველოში ორ კაცს ამადლიან სამუდამო განსასვენებელს: 
ჯაბა იოსელიანს - დიდუბეს;
ჯანსუღ ჩარკვიანს - მთაწმინდას.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია