შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხალხს მოსწყინდა მოღალატე და მავნებელი ხელისუფლება"-IRI-ის ბოლო კვლევა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39856 
 15 ივლისი 2019

IRI-ის ბოლო კვლევას, რომელიც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე გამეეხმაურა. 
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ "7 წლიანი მმართველობა სრული კატასტროფით მთავრდება".
"NDI-ისა და IRI-ის რეიტინგებს ყოველთვის ძალიან უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ყველასთავის - მოქალაქისთვის, პოლიტიკური სპექტრისთვის. ძალიან ბევრჯერ აქვს ეს ჩვენს პარტიას გაცხადებული და კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ ჩვენი სრული ნდობით სარგებლობს ეს ორი შესანიშნავი ორგანიზაცია და მისი კვლევები. მეორე - ამ კვლევის მთავარი სულისკვეთება არის რომ კატასტროფულად არის გაუარესებული სიტუაცია ყველაფერში. ეკონომიკა, უმუშევრობა, სოციალური მდგომარეობა, კორუფცია. ამან არ შეიძლება თავისი გავლენა არ მოახდინოს იმაზე მოქალაქის თგვალში როგორ აღიქმება მმართველი გუნდი და როგორ აღიქმება ოპოზიცია. კონკრეტულ შედეგებს გამოქვეყნებენ. ამომრჩეველი, საქართველოს მოქალაქე თვოთონ ნახავს ყველაფერს. მთავარი ის არის, რომ ფაქტობრივად ყველგან კვლევები იმის დადასტურებაა რასაც გაერთიანებული ოპოზიცია, დაწყებული საპარლემნტო არჩევნებიდან, შემდეგ საპრეზიდენტო და შუალედურ არჩევნებზე ამბობდა. 7 წლიანი მმართველობა სრული კატასტროფით მთავრდება"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ოპოზიცია "ბიძინა ივანიშვილს სახლში გაუშვებს.

"ამ კვლევამ აჩვენა, რომ ძალიან მძიმე სურათის ბიძინა ივანიშვილისთვის. ხალხს მოსწყინდა მოღალატე და მავნებელი ხელისუფლება. ველი ჩატარებულია გავრილოვის ამბებამდე. ახლა, რომ ჩატარებულიყო კვლევა, კიდევ უფრო მძიმე სურათი იქნებოდა. ამ კვლევამ გამოაჩინა, რომ ჩვენს კოალიციას, "ევროპულ საქართველოს" და "თავისუფალ დემოკარატებს" წინა კვლევასთან შედარებით აქვთ ზრდა და ზრდის ყველაზე დიდი პოტენციალი თუ გავითვალისწინებთ მეორე არჩევანის ციფრებს. ამ კვლევამ გამოაჩინა, რომ დავით ბაქრაძეს აქვს პოლიტიკოსებიდან ყველაზე დიდი ნდობა. კიდევ ერთი მთავარი - პროპორციული სისტემის პირობებში 2020 წელს ოპოზიცია აუცილებლად დაამარცხებს და სახლში გაუშვებს ბიძინა ივანიშვილს"- თქვა ირმა ნადირაშვილმა.

კვლევის შედეგების მიხედვით, დავით ბაქრაძეს 59% აქვს, კახა კალაძეს 49%, გრიგოლ ვაშაძეს 48%, დავით უსუფაშვილს 41%, შალვა ნათელაშვილს 41%, ალეკო ელისაშვილს 40%, გიორგი გახარიას 40%.

მამუკა ბახტაძეს 38%, სალომე ზურაბიშვილს 36 %, გიორგი ვაშაძეს 35%. ამ ათეულში ვერ მოხვდა ბიძინა ივანიშვილი, მას 35% აქვს.

შეგახსენებთ, გამოკითხვა 20 ივნისის სისხლიან ღამემდე ჩატარდა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია