შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საგადასახადო სამართალდარღვევის 502 ფაქტი გამოავლინდა

სამართალი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/samarthali/article/31080 
 16 ივლისი 2019
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 502 ფაქტი გამოავლინა.


უწყების ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 4 274 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი დარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 105 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 26 შემთხვევა და მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 371 ფაქტი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება