შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მოქალაქეებმა 20 ივნისის ღამე გერმანიაში, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტისას გააპროტესტეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39840 
 15 ივლისი 2019

გერმანიაში, ქალაქ მუნიხში მიმდინარე შეხვედრაზე თეოლოგმა მირიან გამრეკელაშვილმა შეხვედრის მონაწილე გიორგი ხიმშიაშვილთან ერთად 20 ივნისის აქციის დაშლა სიმბოლურად გააპროტესტა. მათ მარჯვენა თვალზე ხელი აიფარეს.

ამ სიმბოლური ჟესტის პარალელურად, ფოტოზე ჩანს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. On.ge-ს პრეზიდენტის პრესამსახურში განუცხადეს, რომ ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება.

"არაფერი პირადული, უბრალოდ ძნელია მშვიდად ისაუბრო როდესაც ხელისუფლების მიერ თვალგამოთხრილი გოგონა, შეხვედრის ადგილიდან არც თუ ისე შორსაა ამ ქალაქშივე. ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა, როდესაც მისი ქმედებები მოქალაქეებს აზიანებს. ჩვენ გვსურს ჩვენს შვილებს შეეძლოთ პროტესტი გამოთქვან და ამის გამო მათ მთავრობამ თვალები არ დათხაროს. სხვა ყველაფერზე შეიძლება კამათი. სოლიდარობა ყველას, ვინც გულწრფელად აპროტესტებს! ", — დაწერა მირიან გამრეკელაშვილმა ფეისბუქზე.

პირველი შემთხვევა არ არის, როცა მოქალაქეები 20 ივნისის ღამით განვითარებულ მოვლენებს სიმბოლური ჟესტით იქ აპროტესტებენ, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები იკრიბებიან.

აშშ-ს საელჩოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჟურნალისტმა ლიკა ბასილაიამ და ტვ კავკასიის დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა საქართველოს ჰიმნის შესრულებისას თვალზე ხელი აიფარეს. ამით მათ სოლიდარობა გამოუცხადეს 20 ივნისის ღამით მომხდარ მოვლენებს და აქციის დაშლის დროს დაშავებულ მოქალაქეებს.

ამ ჟესტის დროს ღონისძიებაზე იყვნენ შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. ღონისძიებას ესწრებოდნენ მინისტრთა კაბინეტის თითქმის სრული შემადგენლობა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა