შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"არ ვფლობ ინფორმაციას ვისი წაშლილია, ან რატომ წაიშალა წარწერები" - ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე

პოლიტიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
ორიგინალი სტატია:  http://borjomi.tv/axali-ambebi/politika/article/7783 
 05 ივლისი 2019
„ამ ეტაპზე მე არ ვფლობ ინფორმაციას ვისი წაშლილია, ან რატომ წაიშალა წარწერები, მოვიკვლევ ამ ინფორმაციას და შეგატყობინებთ თქვენც“ - ამბობს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი.

რამდენიმე დღეა ბორჯომში, 9 აპრილის ქუჩაზე სტენსილები გამოჩნდა წარწერით „რუსეთი ოკუპანტია“, დღეს კი აღნიშნული წარწერები ფერადი საღებავით გადაღებეს და წაშალეს.

„როდესაც ეს წარწერები გამოჩნდა ბორჯომის მუნიიპალიტეტის ტერიტორიაზე, მოსახლეობისგან აქტიურად შემოდიოდა შეტყობინებები, რომ რუს ტურისტებზე ვართ დამოკიდებული და გთხოვთ მიიღოთ შესაბამისი ზომებიო, მაგრამ რეალურად ვინ წაშალა არ ვიცი.  ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ რუსეთი ოკუპანტია, ამაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც, საკმაოდ შემცირდა ბორჯომში რუსი ტურისტების რაოდენობა, ჩვენ ისეც უნდა ვუთხრათ რუსეთს, რომ არის ოკუპანტი, ეს წარწერები მე ვფიქრობ არ არის ის ფორმა, რითაც გამოვხატავთ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი“ - გიორგი გოგიჩაიშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება
საზოგადოება
საზოგადოება
პოლიტიკა