შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ყვარელში 332 წარმატებული მოსწავლე დააჯილდოვეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 09 ნოემბერი 2018

კახეთის რეგიონში მცხოვრები 332 წარჩინებული მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდა.

ღონისძიება ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, „ილიაობის“ დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეთა წახალისების პროექტი მიზნად ისახავს მათი მოტივაციის ამაღლებასა და სწავლის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობას.
,,პროექტის ბენეფიციარები საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან, რომელთაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა. თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდებს წარმატების მიღწევის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს”,- აცხადებენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები