შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ის საქმეზე

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
ორიგინალი სტატია:  http://borjomi.tv/axali-ambebi/sazogadoeba/article/7838 
 18 ივლისი 2019
სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების მხრიდან, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა.შესაბამისი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა. „სასამართლო ერთხმად აცხადებს, რომ მეორედან მეოთხემდე მოსარჩელეების სარჩელი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 § 1 მუხლის ფარგლებში, რომელიც მოსამართლეების თ.უ, ნ.გ, მ.თ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას ეხება დასაშვებია, ხოლო დანარჩენი ნაწილი კი არა;

სასამართლო ერთხმად იღებს გადაწყვეტილებას სასამართლოს წესების 39-ე მუხლის გამოყენების შეწყვეტის შესახებ;

სასამართლომ დაადგინა ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ტ.ს-ს მიერ, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოვებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა. სასამართლომ ერთპიროვნულად დაადგინა ასევე, რომ არ დარღვეულა მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც ეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოვებლობას, რომელშიც შედიოდა მოსამართლე ნ.გ. გარდა ამისა, სასამართლომ დაადგინა ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ არ დარღვეულა მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის კოლეგიის მხრიდან, რომელშიც შედიოდნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე მ.ტ.“, - ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
კულტურა
ტელეკომპანია ბორჯომი

მარჯანიშვილის თეატრი ბორჯომში

საზოგადოება