შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

წვიმა, სეტყვა და ელჭექი- როგორი ამინდი იქნება საქართველოში

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/31114 
 20 ივლისი 2019
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ და ზეგ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.


21 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ღამით და დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვაც. ტემპერატურა ბარში ღამით 19-24 გრადუსი, დღისით კი - 32-37 იქნება.
დასავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით 18-23 გრადუსი, დღისით კი - 25-30 გრადუსი დაფიქსირდება.

22 ივლისს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი, შესაძლებელია სეტყვაც, ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში ღამით 20-25 გრადუსი, დღისით 33-38 გრადუსი იქნება, ხოლო დასავლეთ საქართველოში 24-29 გრადუსია ნავარაუდევი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია