შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჩემი დაცვის წევრის დაკავება მე მგონია, დაკავშირებულია „რუსთავი 2“-თან" - ირაკლი ოქრუაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39999 
 20 ივლისი 2019

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, "შაბათის კურიერთან" საუბრისას მისი დაცვის წევრის, კობა კოშაძის დაკავებას ეხმაურება და პირდაპირ აცხადებს, რომ ის ამ ფაქტს "რუსთავი 2"-ის საქმეს უკავშირებს.

 

„ივანიშვილმა გარკვეული სახის გზავნილი უკვე გამომიგზავნა და მან უკვე გადაკვეთა წითელი ხაზი ჩემი უახლოესი მეგობრის დაკავებით, როდესაც მას იარაღი ჩაუდეს, კობა კოშაძეს... ეს არის აკრძალული, ჩემს მიმართ არაერთხელ გამოყენებული მეთოდი და ამ მეთოდს არასდროს უმოქმედია იმისთვის, რომ ჩემზე რამე ზეგავლენა მოეხდინა. მივყვეთ ქრონოლოგიურად მოვლენებს, 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით ჩემზე ხელისუფლებამ და ივანიშვილმა ვერაფერი ვერ მონახა - არც კადრებით, არც პირდაპირი მტკიცებულებებით, არც არაპირდაპირი მტკიცებულებებით, ბუნებრივია, ისმის კითხვა, ვიყავი თუ არა გარკვეული საფრთხის მატარებელი მე, როგორც ჩვეულებრივი ერთი ადამიანი მისი ხელისუფლების წინააღმდეგ. არამგონია, ეს ასე იყოს. კობა კოშაძის დაკავება მე მგონია, დაკავშირებულია „რუსთავი 2“-თან, რომ თუ მე ამ ნაბიჯებს გადავდგამდი, რა ნაბიჯებიც გადავდგი, ამდაგვარი ტიპის რაღაც მეთოდებით ჩემ წინააღმდეგ დაიწყებოდა რაღაც კამპანია, იმისთვის, რომ კუთხეში მივემწყვდიე, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ასეთი მეთოდები ჩემ მიმართ არაერთხელ იქნა გამოყენებული და ასეთი მეთოდები ჩემზე არ ჭრის. ეს ივანიშვილმა თუ არ იცის, შეუძლია დღეს კარგად გაიგოს" - აღნიშნა ოქრუაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია