შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

წყვეტენ და მიაქვთ - ახალციხის სკოლებთან ველური კანაფია გავრცელებული [ფოტო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23586 
 19 ივლისი 2019
ახალციხეში, მეხუთე საჯარო სკოლასთან, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, კანაფის ბუჩქები კერძო პირის ნაკვეთშია ამოსული. მისი მეპატრონე ახალციხეში არ ცხოვრობს, თუმცა კანაფის გავრცელება ქუჩაზე მცხოვრებლების უკმაყოფილებას იწვევს: „ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოდის, წყვეტენ, მიაქვთ, არ ვიცით, რაში იყენებენ, თუმცა ხშირად კი მიაქვთ. იმდენად შევწუხდით, შევედით და გავასუთავეთ ადგილი. „პლანი“ და ათასი ნაგავია. ბალახებიც მოვთიბეთ და ორი ტომარა ნაგავი ავაყუდეთ. როდესაც მფლობელი ჩამოვიდა, გაბრაზდა და ტომარა გადააბრუნა“, – იხსენებს მეხუთე საჯარო სკოლასთან მცხოვრები.მათივე თქმით, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სასტუმროა, სადაც ტურისტები ხშირად მოდიან და კანაფის „ ბუჩქებით“ ინტერესდებიან: „გაოგნებულები არიან ხოლმე, რომ დაინახავენ ამ „პლანს“. მოდიან, სურათებს უღებენ, რაღაცას ლაპარაკობენ თავიანთ ენაზე. ხშირად წყვეტენ და მიაქვთ კიდეც”, – ამბობს ფარნავაზ მეფის ქუჩის ერთ–ერთი მცხოვრები.მეორე საჯარო სკოლასთან, ასპინძის ქუჩაზე, კანაფის ბუჩქები უფრო დიდ ტერიტორიაზეა გავრცელებული. მას სკოლის ირგვლივ რამდენიმე მეტრიანი ზოლი აქვს დაკავებული. „სამხრეთის კარიბჭე“ ადგილზე იმ დროს მივიდა, როცა ახალციხის შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურის თანამშრომლები მცენარეს თიბავდნენ. მათი განმარტებით, მეორე საჯარო სკოლასთან ტერიტორიას სეზონზე ასუფთავებენ და ამისი უფლება აქვთ, რადგან ადგილი ქალაქის თვითმმართველობის დაქვემდებარებაშია. მეხუთე საჯარო სკოლასთან კი, პრობლემას ის ქმნის, რომ კანაფი კერძო მესაკუთრის ნაკვეთშია ამოსული. „არ მსმენია, რომ ვინმე მოიხმარდეს, მაგრამ გამორიცხული არაა – ძალიან ბევრია გავრცელებული და შეიძლება კიდეც მიაქვთ, თუმცა ამას ასე აშკარად ვერ გააკეთებენ,“ - ამბობს შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურის უფროსი კობა კურტანიძე. [ნათია გულიაშვილი, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
სამართალი
სამხრეთის კარიბჭე

ცემში ხის კოტეჯი დაიწვა