შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მკოიანს სექსუალური კონტაქტის დამყარება უნდოდა, უარის გამო სამაგიერო გადამიხადა - ბაღების დირექტორი პასუხისგებაში მისცეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23608 
 21 ივლისი 2019
ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი, ნარინე გინოსიანი და მისი ბუღალტერი ანჟელიკა ფუტულიანი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში გუშინ, 19 ივლისს მისცა. დირექტორსა და ბუღალტერს ბრალი სსკ–ს 182–ე მუხლით ედებათ, რაც მითვისებასა და გაფლანგვას გულისხმობს.საქმის მასალების მიხედვით, გამოძიება ორივე მათგანს ბრალს, 9 000–მდე ლარის მითვისებასა და გაფლანგვაში სდებს. საქმე ეხება,იმ თანხებს, რომლებსაც ბაღების დირექტორი, სამსახურიდან წასული თანამშრომლების ნაცვლად, დროებით მოვალეობის შემსრულებლებს დამატებითი ანაზღაურების სახით უხდიდა.„როდესაც თანამშრომლები სამსახურიდან მიდიოდნენ, ვიდრე ახალს აიყვანდა, მის საქმეს სხვა თანამშრომლებს აკეთებინებდა და მერე დამატებით თანხას უნაზღაურებდა. ასეთი, შემთხვევები მხოლოდ ორ ან სამ თვეს გრძელდებოდა ხოლმე. გამოძიება კი ნარინეს და მის ბუღალტერს, სწორედ ამ თანხების მითვისებას ედავება რაც არ მომხდარა“, – განმარტავს ადვოკატი მირიან ნიკოლაძე.მისივე თქმით, აქ კიდევ ერთი პრობლემაა. ოფიციალურად, არცერთი დოკუმენტით დასტურდება, რომ ნინოწმინდაში ბაღების გაერთიანება არსებობს: „რეალურად ეს ქალბატონი ნინოწმინდის ერთი ბაღის დირექტორია, დანარჩენი ათი ბაღის მართვას კი ახორციელებინებდნენ. მას, არაერთხელ მიუმართავს საკრებულოსთვის ააიპ–ის შექმნაზე, მაგრამ უშედეგოდ. გამოდის, რომ იურიდიულად მას არავითარი კომპეტენცია არ ჰქონდა და თვითონ საკრებულო ჩადიოდა დანაშაულს წლების განმავლობაში“.ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი, ანივარდ მოსოიანი კი ირწმუნება, რომ ააიპ „ნინოწმინდის ბაღების გაერთიანება“ 2005 წლიდან არსებობს და ამ დროიდან მოყოლებული მას, ნარინე გინოსიანი ხელმძღვანელობს: „მე არცერთი განცხადება მინახავს, მისი მოთხოვნით, რომ ბაღების გაერთიანება ჩამოყალიბებულიყო, არ ვიცი რაზე ლაპარაკობს“.დირექტორი ნარინე გინოსიანი, მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაში ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს ენზელ მკოიანს ადანაშაულებს. იგი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ჰყვება, რომ მკოიანს მის მიმართ პირადი ინტერესები ჰქონდა და დაემუქრა კიდეც.„ჩემთან სექსულაური კავშირი უნდოდა დაემყარებინა და მეუბნეოდა რომ ახალ მანქანას მიყიდდა, ბინას გამირემონტებდა, საფრანგეთში წამიყვანდა და მსგავს რაღაცეებს მეუბნებოდა. ტელეფონზეც მელაპარაკა. ერთხელ, კაბინეტში საქმეზე მივედი და კიდევ მსგავსი საუბარი დაიწყო. ჩემგან კატეგორიული უარი რომ მიიღო დამემუქრა, რომ ბაღში საქმეს გამიფუჭებდა“, – გვიყვება ნარინე გინოსიანი.ნარინე გინოსიანის ბრალდებასთან დაკავშირებით, ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს ენზელ მკოიანს ვერ დავუკავშირდით. იგი, სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ნინოწმინდის მერს ანივარდ მოსოიანს კი გინოსიანის მიმართ, ენზელ მკოიანის ინტერესების შესახებ არაფერი სმენია: „შეიძლება რაიმე სამსახურეობრივად შენიშვნები მისცა და ეს, არ მოეწონა. მე არ ვიცი, სხვა რა ინტერესი უნდა ჰქონოდა“.გინოსიანის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ ენზელ მკოიანის წინააღმედ განცხადებით, როგორც გენერალურ ინსპექციას, ასევე სამცე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურას მიმართა, მაგრამ ამ დრომდე პასუხი არ მიუღია.„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ქეთი ბებიაშვილი ამბობს, რომ ბაღის დირექტორის განცხადება, სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს და ამაზე რეაგირება პროკურატურამ უნდა მოახდინოს, შემდეგ კი პარლამენტს მიმართოს, მკოიანისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.„პარლამენტის საპროცედურო კომისიამ უნდა იმსჯელოს მკოიანისათვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე. თუ პროკურატურაც რეაგირებას არ მოახდენს გამოდის რომ ეს პოლიტიკური ნებაა და მეტი არაფერი“, – ამბობს ქეთი ბებიაშვილი.ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ნინოწმინდის ბაღების საქმეს ერთი წელი სწავლობდა. ნარინე გინოსიანი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ყველა ფინანსურ დოკუმენტს სწორად აწარმოებდა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორის ნარინე გინოსიანისა და მისი ბუღალტრის ანჟელიკა ფუტულიანის აღკვეთის ღონისძიებაზე გუშინ, 19 ივლისს იმსჯელა. სასამართლომ დირექტორს გირაოს სახით 5 000 ლარი ბუღალტერს კი 3 000 ლარი შეუფარდა. საქმეზე, წინასამართლო სხდომა სექტემბრის დასაწყისში ჩაინიშნა.[ლუბა გიორგაძე, ნინოწმინდა]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია