შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჩვენი საქართველო აქ ნამდვილად არ არის"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40019 
 22 ივლისი 2019

ექსპერტმა, ნიკა ჩიტაძე,  გია გაჩეჩილაძის, იგივე "უცნობის" მიერ შეფასებულ 20 ივნისის მოვლენებზე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს:

"მოსაზრება გია გაჩეჩილაძის, იგივე უცნობის განცხადებაზე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით: "იქ რომ მშვიდობიანი მოქალაქეები იდგნენ, უნდა სცოდნოდათ, რომ ბრმა ტყვია შეიძლება მოხვდეთ....... ადგილზე ისეთი ქაოსი იყო, რომ „შესაძლოა ვიღაცას თავისიანის ნასროლი ქვაც მოხვედროდა“.

“26 მაისი ნამდვილად იყო დარბევა, 20 ივნისი კი არ ყოფილა დარბევა".

ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, სხვათა შორის 20 ივნისს დემონსტრაციაზე იდგნენ ის ადამიანები, რომლებიც რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდნენ, 26 მაისს კი ვლადიმერ პუტინის მეგობრის, ნინო ბურჯანაძისა და ძმები გაჩეჩილაძეების ლიდერობით (გახსოვთ ალბათ ლევან გაჩეჩილაძემ და ნინო ბურჯანაძემ ტელევიზიის წინ ერთმანეთი გადაკოცნეს) პრორუსული ძალების მიტინგი იმართებოდა, რომელსაც ერთვოდა მუქარა: "რომ მომიტინგეები ხელისუფლებას 26 მაისის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის საშუალების არ მისცემდნენ და ხელისუფლებას მალე დაამთავრებდნენ".

მე გია გაჩეჩილაძის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, ყველაფერი ცხადია, აქ უფრო დიდ პრობლემას ვხედავ, უბრალოდ მახსენდება 2009 წლის 26 მაისი, როდესაც ვინმე "უცნობს", რომელსაც არანაირი პოლიტიკური კომპეტენცია არ გააჩნია, "დინამოს" სტადიონზე 60 ათასამდე ადამიანი ფეხზე ამდგარი ტაშს უკრავდა და პოლიტიკურ ლიდერად აღიქვამდა, იმავე დღის მეორე ნახევარში ამ ადამიანს პირადად შეხვდა საქართველოს პატრიარქი და დალოცა. იმ დროს ნამდვილ ოპოზიციონერად და "სისხლიან რეჟიმთან" ნამდვილ მებრძოლად ვერ აღიქმებოდი, თუ "უცნობთან" საკანში ტესტს არ გაივლიდი და ა.შ. ხდება ხოლმე, მაგრამ ჩვენი საქართველო აქ ნამდვილად არ არის"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია