შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნიკა გვარამიას, შეცდომაში შეჰყავს მედია და საზოგადოება" - არჩილ თალაკვაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40045 
 23 ივლისი 2019

პარლამენტის თავმჯდომარე "რუსთავი 2"-ის საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ გვარამიას საზოგადოებისა და იურისტების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, როცა ამბობს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და გასაჩივრებას ექვემდებარება.

მისი თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილება შეჩერების ღონისძიების გამუქმებასთან დაკავშირებით საბოლოოა და ის გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

„რუსთავი 2“-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას, შეცდომაში შეჰყავს მედია და საზოგადოება. ვინაიდან, წესი და კანონმდებლობა ცალსახად განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი ზომის შესახებ არ საჩივრდება. შესაბამისად მასზე გადაწყვეტილების მიღებისთანავე ის არის ძალაში. როდესაც ეს შუალედური, ანუ დროებითი ზომა მიიღო სტრასბურგის სასამართლომ ადრე, "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, ის იმ წუთსავე გახდა შესრულების საგანი და მისი გასაჩივრება არ მომხდარა, შესაბამისად მისი გასაჩივრება არ მომხდარა არ ხდება და არ მოხდება ახლაც.

რაც შეეხება კონვენციურ უფლებებს, ამას არანაირ გადაწყვეტილების ჩამოსვლა არ სჭირდება სტრასბურგიდან. იმთავითვე ცნობილი იყო რომ კონვენციური უფლებების ნაწილში გასაჩივრების უფლება აქვს მხარეებს, მაგრამ ეს არანაირად არ უკავშირდება იმ ტრანზაქციებს და გადაწყვეტილებებს, რომელიც სახელმწიფომ ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაატარა,"-ამბობს არჩილ თალაკვაძე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა