შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საზოგადოების აქტიურობამ შედეგი გამოიღო - მოქალაქის პოსტს ქუთაისის მერიის რეაგირება მოყვა [PHOTO]

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 09 ნოემბერი 2018

საზოგადოების აქტიურობამ შედეგი გამოიღო, სოციალურ ქსელში მოქალაქის მიერ გავრცელებულ პოსტს ქუთაისის მერიის რეგაგირება მოყვა.

5 ნოემბერს გიგა ხვინგიამ სოციალურ ქსელში ფოტოები გაავრცელა, სადაც ჩანს ქუთაისში პირველ სკოლასთან არსებული შენობის კიბეზე, რომელსაც მოაჯირები არ აქვს, ბავშვები გადაადგილდებიან. 

"ეს ფოტოები გადავიღე ქუთაისში, პირველი სკოლის წინ, ბავშვები თამაშობენ და დარბიან უმოაჯირო კიბეზე, რომელიც საკმაოდ მაღალია, სასწრაფოდ, ვისაც ეხება, სანამ უბედური შემთხვევა მოხდა, მიხედეთ ამას, ბავშვების ტრაგედია არ აკლია ამ ქვეყანას", - დაწერა სოციალურ ქსელში გიგა ხვინგიამ.
მის პოსტს სოციალური ქსელის მომხმარებლები გამოეხმაურნენ და ქალაქის მერიისაგან რეაგირება მოითხოვეს.

შენობა კერძო საკუთრებას წარმოადგენს, შენობის ფასადიდან სამშენებლო მასალის ვარდნის შემთხვევების დროს ქუთაისის მერიაში განმარტავდნენ, რომ შენობა კერძო საკუთრება და მათ რეაგირება არ შეეძლოთ.

"ეგ არ არის გამართლება, თუ კერძო საკუთრებაა და ალბათ, არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, მაშინ არსებობს კანონი მშენებლობის უსაფთხოების წესების დარღვევაზე და ჯარიმები სოლიდურია, რამდენი ოქმი აქვს დაწერილი ზედამხედველობის სამსახურს, საინტერესოა და რამდენჯერ ყავს მფლობელი დაჯარიმებული? იცის ვინმემ?" -განმარტა ხვინგიამ. 

ჩვენ აღნიშნულ პოსტზე მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია მოვნიშნეთ, რამდენიმე დღეში კი მისგან ფოტო მივიღეთ, სადაც ჩანს, რომ კიბეზე სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე მისულებს კი საფრთის შემცველ კიბეზე ლითონის ბადე დაგვხვდა, რომელიც კიბეზე ასვლის მსურველებს გზას უღობავს, თუმცა განსაკუთრებულად მონდომებულებისათვის ბადისათვის გვერდის ავლა და კიბეზე ასვლა შეუძლებელი არ იქნება.

 შეგახსენებთ, აღნიშნული შენობის ფასადი ქალაქის ისტორიული უბნის რეაბილიტაციის დროს მოეწყო, თუმცა შენობა წლების განმავლობაში უფუნქციოდაა.  არსებული ინფორმაციით,  ის  შპს "ოქროს ჩარდახს" ეკუთვნის, რომელიც გოჩა თევდორაძისა და დავით კოსტავას მფლობელობაში იყო.

შეგახსენებთ, შენობიდან სამშენებლო მასალების ვარდნის გამო რამდენიმე წლის წინ 18 წლის ახალგაზრდა სერიოზულად დაშავდა. 

 

პოლიციის ლენტის ამარა დარჩენილი უსაფრთხოება ცისფერყანწელების ქუჩაზე

 

   

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია