შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

იანვარ-ივნისის მონაცემებით, საქართველოში საგზაო შემთხვევათა რაოდენობა 12 %-ით, დაღუპულ პირთა რაოდენობა კი 2 %-ით შემცირდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40051 
 23 ივლისი 2019

2019 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, საქართველოში 1 367 საგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა 224 ადამიანი და დაშავდა 3 708.

როგორც „ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციიდან „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის აცნობეს, მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საქართველოში საგზაო შემთხვევათა რაოდენობა 12 %-ით, დაშავებულობა კი 16 %-ით, ხოლო დაღუპულ პირთა რაოდენობა 2 %-ით შემცირდა.

სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით თბილისში საგზაო შემთხვევები 16 %-ით, დაშავებულობა 12 %-ით შემცირდა, ხოლო დაიღუპულობა 24%-ით გაიზარდა.

საქართველოში მომხდარი ავტოავარიების 50%, დაზიანებების 44% და დაღუპულობის 23% დედაქალაქზე მოდის, დანარჩენი კი რეგიონებზე ნაწილდება.

მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე 16 წლამდე მოზარდების დაშავების შემთხვევები 12 %-ით შემცირდა გაიზარდა, ხოლო 4 მოზარდით ნაკლები დაიღუპა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია