შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა ცვლილებებია მოსალოდნელი ამომრჩეველთა სიაში

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 10 ნოემბერი 2018
არჩევნების მეორე ტურისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტში ისევ 51 საარჩევნო უბანი გაიხსნება.


#12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მაია ჩუთლაშვილის თქმით, საქართველოს მასშტაბით არჩევნებს ისევ იგივე საოლქო საარჩევნო კომისიები ჩაატარებენ. როგორც მან აღნიშნა, ცვლილებები განხორციელდება ამომრჩეველთა სიებში.
„კომისიები იგივე შემადგენლობით გააგრძელებენ ფუნქციონირებას, თუმცა უფლებამოსილ პარტიებს აქვთ უფლება მოახდინონ მათ მიერ დანიშნული წევრების შეცვლა, გამოწვევა და ახლით ჩანაცვლება. რაც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ წევრებს, იმ შემთხვევაში თუ ისინი მიმართავენ საოლქო საარჩევნო კომისიას და ითხოვენ უფლებამოსილების შეჩერებას, ასეთ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია ერთი დღის ვადაში გამოაცხადებს კონკურსს. მიიღებს განაცხადებს და მოხდება ახალი წევრის არჩევა. გარკვეული ცვლილებები ამომრჩეველთა სიებშიც იქნება. ის შეეხება ახალგაზრდებს რომელთაც კენჭისყრის დღისთვის შეუსრულდებათ 18 წელი. გარდა ამისა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას იუსტიციის სახლიდან გადაეწოდება გარდაცვლილთა მონაცემები და შესაბამისად მათ ამოიღებენ სიიდან.“

მისივე თქმით, რეგისტრაციის ვადა გაუგრძელდებათ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს.




სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია