შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, ივანიშვილს მეორე სუნთქვა გაეხსნა- ბერძენიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40092 
 24 ივლისი 2019

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მეორე სუნთქვა გაეხსნა და ყველაფერს ებრძვის, რაც მისი კონტროლის ქვეშ არ არის.

ასე ხსნის პოლიტიკოსი “აიპრესთან” საუბრისას “თიბისის დამფუძნებლებისთვის” მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენას.ბერძენიშვილი ამ კონტრექსტში ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილსაც ახსენებს და 20 ივნისის მოვლენებზე მის კრიტიკულ განცხადებას ახსენებს.

„სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს ეტყობა მეორე სუნთქვა გაეხსნა და ყველას და ყველაფერს ებრძვის, რაც მისი კონტროლის ქვეშაა. მკაფიოდ ჩანს ეს. ხაზარაძე და ივანიშვილი ერთმანეთს თვეების განმავლობაში აღარ ებრძოდნენ, გვახსოვს ეს. ანაკლიასთან დაკავშირებულ პრობლემაზე, კერძოდ კი წერილზე საუბარს ხაზარაძემაც ჯერ მოუკლო და შემდეგ საერთოდ შეწყვიტა საუბარი და გახარიამაც შეწყვიტა ხაზარაძეზე საუბარი, ისევე როგორც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

20 ივნისის შემდეგ ექსპრემიერმა ივანიშვილმა მისთვის უჩვეულო, ომახიანი განცხადება გააკეთა. საჭიროა დემოკრატია და ა. შ. გვითხრა კვირიკაშვილმა და გააკრიტიკა ივანიშვილი. როცა ივანიშვილმა გაუშვა პრემიერობიდან ხაზარაძის ახლო მეგობარი და პარტნიორი კვირიკაშვილი, მაშინ კვირიკაშვილი უხმაუროდ თავჩაქინდრული წავიდა. ახლა რადგანაც საჭიროდ მიიჩნია ხმის ამოღება, ამოიღო. ეს არ იყო მხოლოდ იმით განპირობებული, რომ აღშფოთდა 20 ივნისს. აქამდეც ბევრი რამე იყო განპირობებული მისი პრემიერობის დროსაც და შემდეგაც. როგორც ჩანს, კვირიკაშვილის განცხადება ეს იყო პრელუდია ხაზარაძის შემდგომი განცხადებისა, რომ სექტემბერში აპირებს მოძრაობის შექმნას.

როდესაც ხაზარაძე დარწმუნდა იმაში, რომ ივანიშვილთან ზავი და დუმილი ორივე მხრიდან აღარ არის საკმარისი და გადაწყვიტეს პოლიტიკით დაეცვათ თავი ჯერ კვირიკაშვილმა, შემდეგ ხაზარაძემ. ამის შემდეგ ივანიშვილმაც ჩათვალა, რომ საჭიროა ამ ადამიანების მოთოკვა. აშკარად მეორე სუნთქვა გაეხსნა სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა, რომელთან ინტერვიუს სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია