შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მიხარია, როცა ჩვენთან სტუმრობა სიამოვნებას ანიჭებთ"- ეზო გურიაში, რომელიც ოჯახის წევრებმა ერთად მოაწყვეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40093 
 24 ივლისი 2019

ხუთი წელია გოგი გიგინეიშვილი რუდუნებით ზრუნავს მის მიერ გაშენებული ბაღის სილამაზეზე. დედის და მეუღლის დახმარებით ეზო ნამდვილ წალკოტად აქცია. 

- ლანჩხუთის რაიონიდან, სოფელ ჯურუყვეთიდან ვარ. ეს გახლავთ ჩემი სოფელი და ეზო კარი. თუმცა ამჟამად ვცხოვრობ და ვმუშაობ ბათუმში, საქართველოს რკინიგზაში. თავისუფალ დროს ყოველთვის გამოვრბივარ მამა-პაპისეულ სახლში, რომ კარ-მიდამოს მივხედო. 

- ყვავილების სიყვარული როგორ გაგიჩნდათ და რამ განაპირობა ეს სიყვარული?
- არ ვიცი, არ მეგულება ადამიანი, ვისაც ბუნება და მცენარეები არ უყვარს. მეც ასე, თავისთავად გამიჩნდა მათ მიმართ სიყვარული. 
ბაღის გაშენება 4-5  წლის წინ დავიწყე. ნელ-ნელა ვამატებდი ნერგებს. გაფორმებით ძირითადად ხის ნაკეთობებს ვანიჭებ უპირატესობას. ამ საქმეში კი ჩემი სიძე მეხმარება, ყველაფერი მისი გაკეთებულია. ნერგები და მცენარეები კი ჩემი მოტანილი. 


- ოჯახის წევრებიდან ვინ გეხმარებოდათ ყველაზე მეტად? ამ მძიმე შრომის დროს რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის თანადგომა? 
- ოჯახის წევრების დახმარების, თანადგომის გარშე ნებისმიერი საქმე წარმოუდგენელია. შეიძლებაა გააკეთო, მარგამ ისე სრულყოფილი არ გამოვა, როგორც მათი თანადგომის დროს. ეზოს მოვლაში მეუღლე და დედა მეხმარებიან. მათაც ძალიან უყვართ და სიამოვნებთ ლამაზი ეზოს ყურება. მცენარეებს სულ ხელი სჭირდება, რომ ყოველთვის ლამაზად გამოიყურებოდეს. ბალახს ხშირად უნდა გათიბვა, გასუფთავება და ა.შ.

- ზაფხულის პერიოდში როგორ უვლით მცენარეებს? 
- გვალვის დროს თითქმის ყოველდღე სჭირდება მორწყვა, თუმცა პაპანაქება მზის გულზე მათი მორწყვა დაუშვებელია. უნდა მოირწყას დილით ადრე, ან გვიან საღამოს. ასევე ძალიან კარგი ბლეკ ჯეკით შეწამვლა, რომელიც 100%-ით ნატურალური, ლეონარდიტის თხევადი ხსნარია. შეიცავს მაღალ შეთვისებად ორგანულ კომპონენტებს. მე ძირითადად ამ სასუქს ვიყენებ და ძალიან კმაყოფილი ვარ.

- როგორ ფიქრობთ რით არის თქვენი ბაღი გამორჩეული?

- არ ვფიქრობ, რომ გამორჩეულია. უბრალოდ სათანადოდაა მოვლილი.


- ხშირად გყავთ სტუმრები? ალბათ თქვენს ახლობლებს ძალიან მოსწონთ თქვენი ეზო და ხშირად სტუმრობენ...
- კი, ძალიან ხშირად, ზოგადად რასაც ვაკეთებ ჩემი ნათესავების და მეგობრების სიამოვნებისთვის ვაკეთებ. მსიამოვნებს როცა მათ კმაყოფილ და აღფრთოვანებულ სახეებს ვხედავ და სიტყვებს ვისმენ. მიხარია, როცა ჩვენთან სტუმრობა სიამოვნებას ანიჭებთ.
მერი ბლიაძე


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია