შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ ორგანიზებით, საქართველოს ყველა რეგიონში აქციების ჩატარებას 11 ნოემბრიდან დაიწყებენ.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 09 ნოემბერი 2018
ორგანიზატორების ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე აქციები ყველა დიდ ქალაქში გაიმართება, არჩევნების წინა დღეს კი თბილისში მასშტაბური მსვლელობა მოეწყობა.როგორც მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ წევრი ვატო შაქარიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ ამბობს, საქართველოს ყველა რეგიონში აქციები ჩატარდება იმისთვის, რომ მოსახლეობას მოუწოდონ, უარი უთხრან „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაბრუნებას. „მე ვუერთდები მოძრაობას „მე ვიცავ თავისუფლებას“ არა როგორც პოლიტიკოსი, ან რომელიმე პარტიის წარმომადგენელი, არამედ როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, რომელიც სხვა წლებშიც თავისუფლების სადარაჯოზე იდგა და დღესაც დგას, როდესაც ხელშესახები საფრთხეა იმისა, რომ ეს ქვეყანა ისევ ძალადობრივი მეთოდებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიგდოს ხელში. რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება ამას არ დაუშვებს. ჩვენ ვაპირებთ ჩავიდეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. პირველი შეხვედრა დაგეგმილია 11 ნოემბერს თელავში, შემდეგ ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში და ყველგან, სადაც ეს მოკლე ვადები მოგვცემს საშუალებას, რათა მოსახლეობას მოვუწოდოთ დადგეს თავისუფლების სადარაჯოზე, კიდევ ერთხელ ხმამაღლა უთხრას უარი ქვეყანაში არეულობას და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაბრუნებას,“ - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია