შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ოქრუაშვილი დათა თუთაშხიას მახსენებს" - გია ვოლსკი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40073 
 24 ივლისი 2019

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებები დათა თუთაშხიას ახსენებს.„დათა თუთაშხიას მახსენებს, ის დავალებას, რომ აძლევს, იმას უთხარი ისო, მაგრამ სახლში თუ არ დაგხვდა, მეორეს უთხარი იგივეო , ოღონდ პირიქით. დაახლოებით ასეთი შეფასება შემიძლია გავაკეთო. კახი კალაძეც გამოვა და იტყვის ოქრუაშვილი მოკვლას მიპირებდა. ამ საკითხებს სერიოზულ პასუხს ვერ გავცემ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დეპუტატის განცხადებით, ოქრუაშვილს ან პოლიტიკურ ასპარესზე უნდა დამკვიდრება, ან „ნაციონალური მოძრაობის“ ვალი აქვს.

„ორი ვარიანტი არსებობს, ერთი - პოლიტიკურ ასპარესზე უნდა დამკვიდრება და რაღაც შეკითხვებისაგან თავის არიდება, რომელიც აბსოლუტურად ნათელია, რომ მის მიმართ გამოძიებას ექნება, ან მეორეა, რომ რაღაც დიდი ვალი გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობის“, რომელმაც დაიჭირა და შემდეგ ძალიან უცნაურ ვითარებაში გაათავისუფლა და საზღვარგარეთ გაამგზავრა. ეს ორი ვარიანტი მომდის თავში და რეალურად რასთან გვაქვს საქმე, ვერ გეტყვით“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ როდესაც მას გორში ესროლეს, ამის უკან კახა კალაძე იდგა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა