შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სიღნაღში უბედურ შემთხვევას 38 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 10 ნოემბერი 2018

სიღნაღში უბედური შემთხვევის შედეგად 38 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

გიორგი სიხაშვილი კვადროციკლით „სიღნაღქალაქობისთვის” დამონტაჟებულ სცენას შეეჯახა. შემთხვევა შუაღამის სამ საათზე მოხდა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაგეგმილი კონცერტი და სხვა კულტურული ღონისძიებები აღარ გაიმართება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია