შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქის საკრებულო: ბავრისა და კარტიკამის მოსახლეობას ახალდაგებული ასფალტი არ მოსწონთ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23643 
 23 ივლისი 2019
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დღეს, 23 ივლისს გამოქვეყნდა.როგორც საკრებულოს ფეისბუქ გვერდიდან ვიგებთ, ადგილზე იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები. მათ ასფალტის სიმაღლე გაზომეს.„მონაკვეთის შემოწმების შემდეგ დეპუტატებმა განაცხადეს, რომ თითქოს მართლაც ფენა იყო დაბალი ვიდრე გეგმით გათვალისწინებული“ – წერია ფეისბუქის გვერდზე.ბავრისა და კარტიკამის მისასვლელი გზის სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „არალი“ ასრულებს. კომპანიამ შესრულებული სამუშაოების ხარისხის დასადგენად, ექსპერტები გამოიძახა. როგორც საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოსახლეობის განცხადებით ხარვეზებია იგივე მონაკვეთზე ხიდის მშენებლობაშიც.„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო თხოვნით მიმართავს მერიის სათანადო სამსახურებს, მიაქციონ ყურადღება აღნიშნული ხიდის სამშენებლო პროექტს და თუ რაიმე დარღვევაა, მოხდეს მისი გასწორება“, – ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, „სამხრეთის კარიბჭე“ დამატებით დეტალებს იკვლევს და მოგვიანებით შემოგთავაზებთ.[ლუბა გიორგაძე, ახალქალაქი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება