შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ძვირი სიგარეტის იაფი ალტერნატივა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23653 
 24 ივლისი 2019
ახალციხეში, ორი წლის წინ, თუთუნის მაღაზიას ვერ ნახავდით. იყო მხოლოდ ერთი მაღაზია ბაზარში. დღესდღეობით კი ქალაქში, დაახლოებით, თუთუნის შვიდი მაღაზიაა.მაღაზიებში იყიდება სხვადასხვა სახის დაფასოებული თუთუნი, რომლებიც ფასით და ხარისხით განსხვავდება. მაღაზიებში, ასევე, ნახავთ სპეციალურ ხელსაწყოებს, რითაც კუსტარულად მზადდება სიგარეტები. სიგარეტის გაძვირების შემდეგ თუთუნის აქტიური მომხმარებელი გახდა ზაზა გულიაშვილი: „ადრე სიგარეტს ვყიდულობდი და ვეწეოდი, თუმცა ძალიან გააძვირეს, ამიტომ თუთუნს ვყიდულობ ხოლმე. რაც ერთი კოლოფი სიგარეტი ღირს, იმ ფასის თუთუნს რომ ვყიდულობ, ბევრად მეტ სიგარეტს ვახვევ,“ - ამბობს ზაზა გულიაშვილი. მან სპეციალური აპარატიც კი იყიდა თუთუნის დასატენად. ზაზას მსგავსად, თუთუნს რეგულარულად მოიხმარს არტაშ ჩახოიანიც, თუმცა იგი უფრო შორსაც წავიდა და კოსტავას ქუჩაზე ჯიხური გახსნა და თუთუნს ყიდის. კლიენტების რაოდენობით უკმაყოფილოა: „ძლიან ბევრი თუთუნის მაღაზია გაიხსნა, ამიტომ მყიდველები ჩემთან შემცირდა.“მასთან თუთუნის ფასები ხარისხების მიხედვითაა – 5 ლარიდან 10 ლარამდე: „18 წლამდე პირებს არ მივყიდი, არ შეიძლება,“ - ამობობს ჩახოიანი.აშოტ ჩახოიანი სიგარეტს თუთუნს ამჯობინებს: „ჯერ ერთი, რომ ძვირია სიგარეტი. მერე კიდევ, არ იცი, შიგნით რას დებენ. მე რომ ვტენი, ვიცი რითიც ვაკეთებ. სიგარეტს არც ისე ხშირად მოვიხმარდი – დღეში ორ – სამ, ჰა, ჰა, ოთხ ღერს. სიგარეტი სუსტი იყო, თუთუნის კი – ერთი ღერი ნახევარი დღე მყოფნის.“ ჩახოიანის ჯიხურიდან რამდენიმე მეტრში, ისევ კოსტავას ქუჩაზე, შეხვდებით მეორე თუთუნის მაღაზიას, რომელშიც იყიდება როგორც თუთუნი (თურქული, სომხური, ამერიკული), ისე დასატენი ღერები. აქვე იყიდება თუთუნის დამტენი ხელსაწყოები, ჩიბუხები, ჩილიმები.როგორც გამყიდველი ამბობს, მყიდველების რაოდენობა მატულობს: „ჩვენ არ ვუჩივით მყიდველების რაოდენობას. რაც სიგარეტის ფასი გაიზარდა, თუთუნის მომხმარებელმაც იმატა, ძირითადად ასაკიანი მომხმარებლები მოდიან. ახალგაზრდებს „უტყდებათ“, თუმცა ისინიც მოიხმარენ".თუთუნის მაღაზიებში აკრძალულია 18 წლამდე ასაკის მომხმარებლების მომსახურება. ამის შესახებ ყველა მაღაზიაში ნახავთ გამოკრულ პლაკატებს. ასევე ყველგან დიდი ასოებით წერია: „მოწევა კლავს!“[ნათია გულიაშვილი, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია