შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ თორიას სადავო ტერიტორიაზე თიბვის პროცესი შეაჩერეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23667 
 25 ივლისი 2019
სოფელ თორიას მოსახლეობამ, თანასოფლელების მხრიდან თავიანთი ადგილების გათიბვის შეჩერებით და ტერიტორიის სარგებლობაში გადაცემის მოთხოვნით, ნინოწმინდის მერიასთან აქცია, 22 ივლისს გამართეს.როგორც ნინოწმინდის მერიაში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, მერის პირველი მოადგილე ალესანდრე მელიქიძე სადავო ტერიტორიაზე თავად იმყოფებოდა.„ავედი ადგილზე, ისევ თავიანთი სოფლელები თიბავდნენ, ჩვენ მხოლოდ ის შეგვეძლო გაგვეკეთებინა, რომ ეს პროცესები შევაჩერეთ. ეს ტერიტორია სახელმწიფოსია და არცერთი მხარის არ არის. ვუთხარით რომ ქონების მართვას მიმართონ, დაირეგისტრირონ და ისე გააგრძელონ თიბვა“, – ამბობს ალექსანდრე მელიქიძე.სოფელ თორიას მოსახლეობის თქმით, სათიბების სარგებლობაში გადაცემას უკვე სამი წელია ითხოვენ. მათ რამდენიმე თვის წინ მიმართეს ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს ენზელ მკოიანსაც, რომელიც თორიას მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა, თუმცა ამ დრომდე მის დაპირებას შედეგი არ მოჰყოლია. [ლუბა გიორგაძე, ნინოწმინდა]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
მულტიმედია
სამხრეთის კარიბჭე

Skკულინარია: მაკარლამა [Video]