შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საბავშვო თეატრი „საზღაპრეთი 2“ პრემიერისთვის ემზადება

საზოგადოება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 10 ნოემბერი 2018

საბავშვო თეატრის  „საზღაპრეთი 2-ის“ რეჟისორი იზოლდა ნიავაძე ბოლო მითითებებს იძლევა. პატარა მსახიობები გენერალურ რეპეტიციას გადიან, რათა პრემიერამდე, რომელიც ნოემბრის ბოლო ხუთშაბათისთვის ანონსდება, სრულ მზადყოფნაში იყვნენ. სპექტაკლს „პეპი გრძელი წინდა“  15 მსახიობი ბოლნისელი მაყურებლისთვის ითამაშებს. პეპი ვილა ყიყლიყოში სულ მარტო ცხოვრობს, რადგან დედამისი სამოთხეშია, მამამისი კი სამხრეთის ზღვის კუნძულების მეფე, და-ძმა ტომი და ანიკა მის მეზობლად ცხოვრობენ. პეპი მათ დაუმეგობრდება. პატარა სცენაზე მსახიობები პეპის თავგადასავლებს გვიამბობენ.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება
საზოგადოება