შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი თანამდებობას ტოვებს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=40273 
 26 ივლისი 2019

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში საკადრო ცვლილებები გრძელდება. თანამდებობას მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი დატოვებს.

როგორც თინათინ ხანჯალიაშვილმა knews.ge-ს განუცხადა, 1 აგვისტოდან ის სხვა სამსახურში გადავა.

,,ჯერ დაკავებულ თანამდებობაზე ვრჩები და ვასრულებ ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას. 1 აგვისტოდან კი უკეთეს სამსახურში გადავდივარ, უკეთესი პირობებით”, – განუცხადა knews.ge-ს თინათინ ხანჯალიაშვილმა.

თინათინ ხანჯალიაშვილი 2016 წელს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელად დაინიშნა, ხოლო 2017 წელს კი თელავის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შემდეგ ბაგა- ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორად მუშაობს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში საკადრო გადაადგილებები მესამე თვეა გრძელდება. ამ ეტაპზე შოთა ნარეკლიშვილის უწყებაში ვაკანტურია მერის ორი მოადგილის, ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსების თანამდებობები.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები