შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მინდა, ვუთხრა ივანიშვილსა და მის "შნირებს" - ქურდობამ იცის ეკონომიკის გაჩერება"- სააკაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ივლისი 2019

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც ლარის კურსის გაუფასურებაზე მამუკა ბახტაძემ დღეს გააკეთა.

"პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ თურმე, ლარის გაუფასურება არის მიტინგებისა და ოპოზიციის აქტიურობის დამსახურება. ჩემს დროს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა მაშინ, როცა სულ მიტინგებს გვიწყობდნენ და სულ არეულობა იყო. მათ შორის სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო ერთი-ორჯერ, ამის მიუხედავად, მაინც ვიზრდებოდით და ვვითარდებოდით. მინდა, ვუთხრა ივანიშვილსა და მის "შნირებს" - ქურდობამ იცის ეკონომიკის გაჩერება და ქურდობამ იცის ლარის კურსის ვარდნა. თქვენ ხართ ქურდები, თქვენ უნდა მოშორდეთ სადღაც კი არა, პირდაპირ ციხეში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია