შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"არა ჰესებს"!-მწვავე კამათი ვაკიჯვარში, სადაც მოსახლეობა მცირე ჰესის მშნებლობაზე უარს ამბობს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ივლისი 2019

სოფელ ვაკიჯვარში დღეს გამართულს შეხვედრაზე მოსახლეობა ჰესის მშენებარე კომპანიას დაუპირისპირდა. შხვედრა საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა, ადგილობრივების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება კი, როგორც ისინი ამბობენ მტკიცეა და არ შეიცვლება. 

"არა ჰესებს"-ასეთია მოსახლეობის დამოკიდებულება მდინარეებზე მცირე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. 

ვაკიჯვარში დღეს გამართულ შხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს სამოქალაქო მოძრაობა-"გადავარჩინოთ გურიის მდინარეები", რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს შედგა შეხვედრა სოფელ ვაკიჯვარში, მოსახლეობასა და კერძო კომპანიის წარმომადგენლებს შორის. თემა-ჰესის მშენებლობა მდ.ნატანებზე. შეხვედრა დაიწყო მწვავე კამათისა და დებატების რეჟიმში. მოსახლეობის გადაწყვეტილება ერთსულოვანი იყო-არა ჰესებს!სოფელი უარს ამბობს გარემოს განადგურების ხარჯზე ჰესის მშენებლობაზე,რომელიც არაფრით წაადგება სოფელს.
კომპანიას ,რომელსაც სურს მდინარის დერივაციულ მილში გატარება და ტყეების გაჩეხვა-ვაკიჯვრელებმა უარი სტკიცეს.
ყოჩაღ ვაკიჯვარი!
მოძრაობა "გადავარვინოთ გურიის მდინარეები",მოსახლეობის გვერდითაა და ყოველთვის დაიცავს მათ უფლებებს".

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია