შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დავიწყოთ კონსულტაციები ხალხის მასობრივად ქუჩაში გამოსაყვანად - შალვა ნათელაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40154 
 27 ივლისი 2019

მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, დავიწყოთ კონსულტაციები ხალხის მასობრივად ქუჩაში გამოსაყვანად, პოლიტიკურ აქციებზე და არა თოქ-შოუებზე, – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ციხეები გადავსებულია პოლიტიკური პატიმრებით, ამასობაში ეროვნული ვალუტა ჩამოიშალა, ჩამოიშალა საფინანსო სისტემ და ეკონომიკა, გრძელდება საზოგადოების დაპირისპირება და ქართული ტერიტორიების ყველა მხრივ დაუსჯელად გაცემა. ამის იქით უკვე არაფერი აღარ არის.

ვთხოვ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, სასწრაფოდ დააპატიმროს ივანიშვილის კრიმინალური მილიარდები,რომელიც გატანილია, ჩვენგან წართმეული რესურსებიდან დასავლეთის ბანკებში“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, პოლიტიკური აქციები უნდა გაიმართოს პოლიტიკური ძალების ხელმძღვანელობითა და პასუხისმგებლობით. ნათელაშვილი პოლიტიკურ პარტიებს აქციების ორგანიზებისთვის კონსულტაციების დაწყებას სთავაზობს.

„მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს დავიწყოთ კონსულტაციები ხალხის მასობრივად ქუჩაში გამოსაყვანად, პოლიტიკურ აქციებზე და არა თოქ-შოუებზე. პოლიტიკურმა ძალებმა უნდა ვიმოქმედოთ, არ შეიძლება პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გადააბარო ბანკირებს და შოუმენებს. პოლიტიკური აქციები უნდა გაიმართოს პოლიტიკური ძალების ხელმძღვანელობითა და პასუხისმგებლობით. მითითება, რომ აქციებზე პოლიტიკოსები არ უნდა გამოჩნდნენ, პირდაპირ ივანიშვილის იმედებში ჯდება. ეს არის ივანიშვილის, პუტინის და უშიშროების შეკვეთა, რომ ქართული სისტემა გაწმინდოს პოლიტიკური ძალებისგან და პრაქტიკულად გადავიდეს ქუჩის პროცესები ისეთი ძალების კონტროლის ქვეშ, რომლებიც შეიძლება გულწრფელებიც კი არიან, მაგრამ არ იციან მიზანთან მისავალი გზები და არ წარმოადგენენ პოლიტიკურ ძალებს, რომელსაც მსოფლიო მიაქცევს ყურადღებას, როგორც ხალხის ინტერესს და გამომხატველ ჯგუფს.

შესაბამისად, ალბათ მოგვიწევს პოლიტიკურ ძალებს ღრმა კონსულტაციების დაწყება იმის თაობაზე რა წესით და ორგანიზების რა მასშტაბით გამოვიყვანოთ ხალხი ქუჩაში და ჩვენ ჩავუდგეთ სათავეში“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია