საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქში ენმ–ს შტაბის ხელმძრანელი ამბობს, რომ ცემის შედეგად დაშავებული აშოტ რაისიანი, აბრაამ აბრამიანი, ტიგრან აბრამიანი და მიხაილ აგაბაბიაბი კვლავ თბილისში ერთ–ერთ საავადმყოფოში მკურნალობენ.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 09 ნოემბერი 2018
ახალქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი აშოტ რაისიანი „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ამჟამად იგი საავადმყოფოში წევს, თუმცა არ აკონკრეტებს რომელ კლინიკაში გადის მკურნალობას: „წესიერად სიარული არ შემიძლია, ტვინის შერყევა მაქვს და 38–მდე მაქვს სულ სიცხე. აბრაამ აბრამიანს ტვალთან სისხლი უგროვდება, მიხაილ აგაბაბიანსაც თვალთან ჰემატობა განუვითარდა და ერთ–ერთი თვალიდან 40 პროცენტი მხედველობა დააკლდა“. აშოტ რაისიანის მამა მელიქ რაისინი ამბობს, რომ კლინიკას, რომელშიც „ნაციონალული მოძრაობის“ წარმომადგენლები გადიან მკურნალობს, არ ასახელებენ: „არ გვინდა, რომ იქ ვინმე მივიდეს, ეს ჩხუბი იყო პოლიტიკური და არ გვინდა იცოდნენ სად გადიან ბიჭები მკურნალობას“. ახალქალაქში 30 ოქტომბერს მომხდარი ფაქტის შემდეგ ოთხივე პაციენტი თბილისში ტრავმატოლოგიურ კლინიკაშ გადიოდა მკურნალობას. ოთხივე მათგანი საავადმყოფოდან ხუთ ნოემბერს გაწერეს. შეგახსენებთ, რომ 30 ოქტომბერს თბილისში ენმ–ს ოფისზე თავდასხმის შედაგად ოთხი დაშავებული ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის ერთის აბრამ აბრაამიანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო. მას სახის ძვალი ჰქონდა გატეხილი, ამიტომ ახალქალაქის საავადმყოფომ მისთვის კატასტროფის ჯგუფი გამოიძახა და თბილისში გადაიყვანა. გვიან ღამით კი საკუთარი სურვილით თბილისში კერძო კატასტროფის ცენტრმა სამი დაშავებულიც გადაიყვანა. ახალქალაქის საავამდყოფოს მენეჯერი აცხადებს, რომ არცერთ მათგანს თბილისში გადაყვანა არ სჭრიდებოდა, რადგან ადგილზე სამივე დაშავებულის სამკურნალოდ ყველა რესურსი გააჩნდათ.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია