შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფოცხოვზე წაქცეული ტირიფი არ ამოუღიათ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23706 
 29 ივლისი 2019
ტირიფი, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შემოსასვლელი ხიდიდან კარგად ჩანს. იქვე წყლის ნაპირზე გამავალ მილზე უკვე თვეზე მეტია რაც გდია. მილში გამავალი წყლით კი ახალციხის ტბა მარაგდება.ახალციხის მერიის შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურის უფროსმა კობა კურტანიძემ 16 ივლისს გვითხრა, რომ ხეს დროულად ამოიღებდნენ, თუმცა ამ დრომდე ის ისევ წყალზეა წაქცეული. მისი თქმით, ხის წყლიდან ამოღება ადვილი არაა.„ჩასული ვიყავი და ვნახე, რამე საფრთხეს არ ქმნის, თუმცა აუცილებლად ამოვიღებთ, ახლა გეგმიური სამუშაოები გვაქვს და ამით არიან თანამშრომლები დაკავებულები, ჯერ სხვა რაღაცეებზე მუშაობენ, შემდეგ იმასაც ამოიღებენ. იქ გამავალ მილსაც არანაირ საფრთხეს არ უქმნის წაქცეული ხე“, – გვითხრა შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურის უფროსმა კობა კურტანიძემ.ახალციხეში, მდინარე ფოცხოვზე, ტირიფის ხეა გადაწოლილი. ადგილობრივები ამბობენ, რომ მას ძირი წვიმის წყალმა გამოაცალა და წაიქცა, თუმცა ამ დრომდე მდინარიდან მისი ამოღება არავის უცდია.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
სამართალი