შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

16 წლის ქუთაისელი გრაფიკოსი "შერეკილების" პერსონაჟების მონაწილეობით ანიმაციას ამზადებს

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 29 ივლისი 2019

16 წლის გრაფიკოს დიზაინერი ლუი კაცაძე ახალ ანიმაციას ამზადებს, რომლის მთავარი გმირები, ცნობილი ქართული ფილმის "შერეკილების" პერსონაჟები იქნებიან.  ლუი საზოგადოებამ უკვე გაიცნო სახალისო ფოტოანიმაციებით, რომლის გმირები  ბაბუა და შვილიშვილი - რიკი და მორტი არიან. ლუი კაცაძე მის გატაცებასა და გეგმებზე "ნიუპრესს" ესაუბრა.

-გვიამბე შენს შესახებ?

-ვსწავლობ ქუთაისის მე-11 საჯარო სკოლაში, 14 წლის ასაკიდან დავინტერესდი ციფრული დიზაინით და ჩემით შევისწავლე ეს საქმე.    შევქმენი კომიქსი ამერიკელი ანიმატორების მიერ გამოგონილი გმირების,  რიკის და მორტის მონაწილეობოთ. ჩემს ანიმაციაში ჩანს, რომ ისინი  ჩამოვიდნენ საქართველოში და დაათვალიერეს კუთხეები,  მათ მოსწონთ ჩვენი ქვეყანა და კმაყოფილები არიან. შევქმები გვერდი სოციალურ ქსელში  - RAMIG ,   რომ მსოფლიოს გაეცნო საქართველო. ამასთან, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ჩემი პერსონაჟების  საშუალებით გამოვხატე პროტესტი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.

  

-როგორი იყო გამოხმაურება შენს ფოტოანიმაციებზე?

-ბევრი ადამიანი დაინტერესდა,  მწერდნენ პირადშიც,  რიკი და მორტის გვერდზე მთავაზობდენ იდეებს, დაინტერესდნენ ტელევიზიებიც, რამდენიმე სტატიაც დაიწერა, ამის შემდეგ დავიწყე ფიქრი ახალი ანიმაციის შესახებ.  
 
 
 
 

-ახალი ანიმაციის შესახებ რას იტყვი?

-დავიწყე მუშაობა ქართული პროტოტიპის შექმნაზე. იქნება ქართველი ბაბუა და შვილიშვილი. ყველასთვის კარგად ნაცნობი და ძალიან მაგარი არაბიოლოგიური ბაბუა და შვილიშვილი შევარჩიე, ფილმიდან "შერეკილები" ერთაოზ ბრეგაძე და ქრისტოფერ მგალობლიშვილი. ვფიქრობ, კომედიურ ჟანრში ვიმუშავებ, მაგრამ თან მინდა დოკუმენტური მასალების გამოყენებით ინფორმირებადი ანიმე იყოს - ანიმაცია საქართველოს შესახებ ინგლისური სუბტიტრებით, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში. 

-როდის გამოჩნებიან ახალი პერსონაჟები ვირტუალურ სივრცეში?

- ვგეგმავ, რომ სეზონის პირველი სერია  სექტემბერში დავდო, სეზონში იქნება 20 სერია,  სერიის ხანგრძლოვობა 2-3 წუთი, ამ ანიმაციას ჰქვია CAE - Chrostoperi And Ertaozi,  ხოლო იმ გუნდს,  რომელიც ნელ-ნელა იკრიბება და მალე დავიწყებთ გუნდურ მუშაობას, "გიჟები" დავარქვით. უკვე შევქმენით გუნდის და ანიმაციის ლოგო.
 
 
 
-რამდენად შრომატევადია ანიმაციის შექმნის პროცესი და რას იტყვი გუნდის წევრებზე?
-სიმართლე გითხრათ, ძალიან რთული ჩემთვის, რადგან მე არ ვარ ანიმატორი,  პროცესში თან ვსწავლობ, ამიტომ ცოტა მირთულდება, ისე , თუ კარგად იცი საქმე, მაშინ არ არის რთული,  მაგრამ შრომატევადი  კი არის,  მაგრამ არ ვუშინდები და ამ სირთულეს ვიღებ,  როგორც გამოწვევას. ჩვენი გუნდის წევრებიც დაახლოებით ჩემი ასაკის არიან, 14-დან 18 წლამდე, ძირითადად არასრულწლოვნები, ამ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენით და მოხალისეობრივად.
 
 
  
 
 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია