შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ ლესიჭინეში ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა

ახალი ამბები
წყარო:  მთავარი თემა სამეგრელოში / http://msnews.ge/ 
 11 ნოემბერი 2018
45730406_2546364655380472_4122577998912159744_o

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში, ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა. ხიდის ოფიციალურ გახსნის ცერემონიალს ვიცე — პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი , სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

სოფელ ლესიჭინეში,(ოჩხომურის უბანი), მდინარე ოჩხომურზე, ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინე-სენაკის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრზე ახალაშენებული საავტომობილო ხიდის სიგრძე 170, ხოლო, სიგანე 11 მეტრია. პროექტი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 6 577 834 ლარით დაფინანსდა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
პოლიტიკა
სპორტი
ახალი ამბები
ახალი ამბები