შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქვეყანა გვაქვს ასაშენებელი, ხალხს უჭირს"-ვასაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40201 
 29 ივლისი 2019

(tabula) ქვეყანა გვაქვს ასაშენებელი, ხალხს უჭირს, საჭმლის ფული არ აქვს, ერთი ბიზნესმენი რას გავწვდები და ერთი-ორი ქველმოქმედი, თქვენი თამადობით, ბატონო ბიძინა. თუ სახელმწიფოს არ დავალაგებთ, არ გავმართავთ, არაფერი არ გვეშველება.

სად ზრდით შვილებს, მივმართავ ბიძინას, მივმართავ პრემიერს, თუმცა, მაგას ცოლ-შვილიც არ ჰყავს და რაში ედარდება ალბათ, სად აპირებთ შვილების გაზრდას, ამ ქვეყანაში, სადაც მართალი და მტყუანი ვეღარ გაირჩევა უკვე? ამ დემონების ხელში, რომლებიც თეთრზე შავს იძახიან და შავზე თეთრს? ეს შეუძლებელია, ვერავითარი პოლიტიკური და ეკონომიკური მშენებლობა ვერავითარ შედეგს ვერ გამოიღებს, სანამ ეს პირომანიაკები, ეს ტელეტერორისტები იჯდებიან მედიასივრცის სათავეში

ძალადობრივი პროპუტინური ძალების ლიდერი ლევან ვასაძე საქართველოს მთავრობას და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, შექმნას რეგულატორი, რომელიც "ცილისწამებისთვის, შეურაცხყოფისთვის, მათ შორის რელიგიური და ტრადიციული გრძნობების შეურაცხყოფისთვის უსასტიკესად დასჯის ამ მედიასაშუალებებს და პერსონალურად იმ ჟურნალისტებს, ვინც ამას იკადრებენ". 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია