შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გოგუაძე: ივანიშვილმა შეთხზა ზღაპარი, სახელმწიფო გადატრიალების შესახებ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ივლისი 2019

“ივანიშვილმა შეთხზა ზღაპარი, სახელმწიფო გადატრიალების შესახებ”,- ამის შესახებ განცხადება “თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკურმა მდივანმა, ნინო გოგუაძემ გააკეთა.

“მან შეთხზა ზღაპარი, სახელმწიფო გადატრიალების შესახებ და მისი მორჩილი პოლიტიკური პროკურატურა და სასამართლო ამის შეთხზულ ზღაპარს რეალურად გვიქცევს.

დიახ, მან დაიწყო რეპრესიები, ის იჭერს პოლიტიკურ ოპონენტებს, იჭერს თავისუფალ მოქალაქეებს, მას სურს თავისუფალი სიტყვის დაპატიმრება. მას ჰგონია, რომ ამ მეთოდებით შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას და თავისუფლების მოყვარე საქართველოს მოქალაქეების დაშინებას, მაგრამ მას არაფერი არ გამოუვა, ის აუცილებლად დაკარგავს ძალაუფლებას და წააგებს არჩევნებს,” – განაცხადა გოგუაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია