შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მესხეთის თეატრის რელიქვიები - ნივთები, რომლებიც ისტორიის ნაწილია

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23726 
 31 ივლისი 2019
„1967 წლის 23 სექტემბერს მესხეთის დრამატულ თეატრში პირველად აიხადა ფარდა. დასმა პირველი სპექტაკლი – „თევდორე“ წარმოადგინა.მთავარი რეჟისორი იყო ნანა დემეტრაშვილი. ეს სპექტაკლი დავდგით იმიტომ, რომ ეს იყო გმირული სულისკვეთების, თავგანწირვის, პატრიოტიზმის მაგალითი“, – გვიყვება მესხეთის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი.პირველი სპექტაკლის აფიშა და მსახიობების სამოსი თეატრში დღემდე ინახება.„ჩვენი ისტორია, ფაქტობრივად, აქედან დაიწყო. ამიტომ ყველაზე ძვირფასი ნივთია ეს აფიშა. ხოლო სამოსი პირველი პრემიერის დღეს გვახსენებს. ხავერდის გრძელი კაბები – ძალიან გვიყვარს! მართალია, დღესაც ვიყენებთ ხოლმე, თუმცა – ძალიან ფრთხილად,“ - ამბობს ლია სულუაშვილი.ავტობუსი - თეატრის რელიქვია დაახლოებით 42 წლისაა.„ამიტომ ვერ გავიმეტეთ ჯართში ჩასაბარებლად. ამ ავტობუსით წლების განმავლობაში დავდიოდით რეგიონებში, ქალაქებში, სოფლებში. არაკომფორტული იყო გზებიც და ავტობუსიც კარგა გვარიანად ჯაყ–ჯაყებდა. მსახიობები დაძაბულები ვისხედით. როცა ჩამოვლაგდებოდით, ღრმად ამოვისუნთქებდით ხოლმე“, – იხსენებს ლია სულუაშვილი.უამრავი ისტორია და კურიოზი უკავშირდება ამ ავტობუსს. მაგრამ ერთ–ერთს ლია სულუაშვილი განსაკუთრებული ხალისით იხსენებს: „საბჭოთა წყობის დროს, ესპანეთში და საფრანგეთში ვიყავით გემით. მგზავრობის დროს ძალიან ბევრი მგზავრი გახდა ცუდად. მე და ვაჟა ნიკოლაიშვილი კი თავს მშვენივრად ვგრძნობდით. გემის რწევით ქანცგაცლილმა ერთ–ერთმა მგზავრმა შეგვაქო, თქვენ რა მაგრები ყოფილხართო. ჩვენ კი გულიანად გაგვეცინა და ვუთხარით, ჩვენ ისეთი ავტობუსით ვმგზავრობთ და ისეთ გზებზე, რომ კარგად ვართ მომზადებული და გამოწრთობილებიო".თეატრის ამ რელიქვიით ახალციხეში ჩამოსული სტუმრები და ტურისტებიც არ რჩებიან გულგრილნი. ხშირად უღებენ ფოტოებსაც.რაც შეეხება ავტობუსის „მომავალს“, თეატრში ფიქრობენ, რომ ის მათი ისტორიის რელიქვიად დარჩება. „გვინდა პირვანდელი სახე დავუბრუნოთ, შევღებოთ. ვფიქრობთ, შიგ პატარა კაფე მოვაწყოთ“, – ამბობს ლია სულუაშვილი.პირველი აფიშაპირველი სამოსი[ნათია გულიაშვილი, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება