შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქსტატი 2018 წლის დაავადებების სტატისტიკას აქვეყნებს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23735 
 31 ივლისი 2019
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, პირველად დადგენილი დიაგნოზით მოსახლეობის ავადობა, დაავადებათა ძირითადი ჯგუფების უმეტესობაში, ზრდის ტენდენციით ხასიათდება.საქსტატის ინფორმაციით, ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობების რაოდენობა გაიზარდა 14.1 პროცენტით; სიმსივნეების – 10.3 პროცენტით; საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობების – 30.7 პროცენტით; კანისა და კანქვეშა ქსოვილის ავადმყოფობების – 5.6 პროცენტით; ძვალ-სახსართა სისტემის და შემაერთებელი ქსოვილების ავადმყოფობების – 5.6 პროცენტით.გაზრდილია შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობების შემთხვევები- 3.8 პროცენტით, ორსულობის, მშობიარობის და ლოგინობის ხანის – 14.1 პროცენტით, პერინატალურ პერიოდში წარმოშობილი ცალკეული მდგომარეობის – 57.2 პროცენტით, თანდაყოლილი ანომალიების – 7.4 პროცენტით, ხოლო ტრავმები, მოწამვლები და გარეშე მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგები გაზრდილია 53.5 პროცენტით.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებით, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 271 საავადმყოფო.საქსტატის განცხადებით, საავადმყოფოებში საწოლთა ფონდმა 16 ათასი შეადგინა. რაც შეეხება საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელს, ეს მონაცემი 2018 წელს 4.9 დღე იყო (2017 წელს – 5.2 დღე), ხოლო დატვირთვა – 187.2 დღე (2017 წელს – 180.5 დღე).სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობამ 2283 შეადგინა. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი, წლის განმავლობაში, 12 260 ათასს გაუტოლდა, რაც 6.7 პროცენტით მეტია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.2018 წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულია 31.4 ათასი ექიმი (ძირითადი პერსონალი), რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3 995 ერთეულით (14.6 პროცენტით) აღემატება.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება