შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ოქრუაშვილის განცხადებების შემდეგ თავდაყირა დგება ყველა საქმე"- დავით ბერძენიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40247 
 31 ივლისი 2019

რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერი, დავით ბერძენიშვილი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებების შემდეგ თავდაყირა დგება ყველა საქმე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი.

ბერძენიშვილის განცხადებით, სწორედ ირაკლი ოქრუაშვილი იყო მთავარი მოწმე სააკაშვილის საქმეში. მისი თქმით, ახლა ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველა ხედავს, რომ ეს ჩვენება ოლიგარქის დაკვეთა იყო.

"მან ღიად და საჯაროდ თქვა, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ, გაზაფხულზე, მან ისურვა ივანიშვილ-ღარიბაშვილის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, მიიღო დასტური, შეხვდა გენერალურ პროკურორ შოთაძეს, მისცა ჩვენება სააკაშვილის წინააღმდეგ და ამ ჩვენების საფუძველზე სააკაშვილი არის გასამართლებული.

თუ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ცრუ ჩვენების საფუძველზე მისი ყოფილი თავდაცვის მინისტრის გამოყენებით ივანიშვილის ხელისუფლება ასამართლებს და ამ საქმეში შუამავლებიც გაიჩინა ოქრუაშვილმა, ამ ვითარებაში ვფიქრობ, ივანიშვილი ძალიან შეშფოთდებოდა და შესაძლოა, არანაკლებ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება ყოფილიყო ეს ოქრუაშვილისადმი მისი ასეთი მკვეთრი დამოკიდებულების," - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია