შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სადემონსტრაციო ნაკვეთებში თხილის ხარისხი და მოსავლიანობა გაიზარდა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40241 
 31 ივლისი 2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ინიციატივით თხილის კულტურის გადასარჩენად მუნიციპალიტეტის 4 სოფელში სადემონსტრაციო ნაკვეთები მოეწყო და თხილის მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლ სპეციალური სქემის მიხედვით 5 ეტაპად განხორციელდა.

წამლობა სადემონსტრაციო ნაკვეთებში სოფლებში: სილაურში, ბოხვაურში, მაკვანეთსა და გურიანთში ადგილობრივი ფერმერების ჩართულობით ჩატარდა. მომზადდა ნიადაგის ანალიზი, მოხდა მოკირიანება, ჩატარდ ფიტოსანიტარული მონიტორინგი მავნე ორგანიზმების გამოსავლენად, მოხდ თხილის ბუჩქების გასხვლა-ფორმირებასპილენძის შემცველი ფუნგიციდების გამოყენებსოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ. გატარდა აზიური ფაროსანას პიველი თაობის, შავი ხარაბუზას და ბუგრების საწინააღმდეგო ღონისძიებები. შედეგად  გაიზარდა მოსავლიანობა და თხილის ხარისხი.

სადემონსტრაციო ნაკვეთები ადგილზე მოინახულეს ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა, სამსახურის სპეციალისტებმა: ამირან გირკელიძემ და აკაკი ღლონტმა, ასევე ანასეულის სამეცნიერო ცენტრის ბილოგიის აკადემიურმა დოქტორმა ლამზირი ბერაძემ.

 თხილი საქართველოს აგრარულ სექტორში ერთ-ერთი წამყვანი პროდუქტია, თუმცა მას სოციალური დატვირთვაც აქვს, რადგან მის ხარისხზე და რეალიზაციაზე ათასობით ოჯახია დამოკიდებული. აზიური ფაროსანას შემოსევამ გურული ფერმერები მნიშვნელოვნად დააზარალა. 2019 წლის მოსავლის სეზონისთვის წინა წელთან შედარებით ფაროსანას პოპულაცია შემცირებულია, რასაც მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. ჩვენის მხრივ, ადგილობრივი ფერმერების ხელშეწყობის მიზნით ჩავატარეთ ექსპერიმენტი, რომელმაც 100%-იანი შედეგი მოგვცა. ადგილობრივი საბიუჯეტი სახსრებით, წესების სრული დაცვით მოვახდინეთ სადემონსტრაციო ნაკვეთების წამლობა, რის შედეგადაც ფერმერებმა ხარისხიანი მოსავალი მიიღეს. გაჩნდა იმედი, რომ თხილის კულტურა კიდევ იტყვის თავის სიტყვას აგრარულ სფეროში. გარდა ამისა, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა იგეგმება ციტრუსოვანი და კენკროვანი კულტურებისთვის. ვაპირებთ დავგეგმოთ  საინფორმაციო ტური დაინტერესებული პირებისთვის, რომლებიც წამლობის ტექნოლოგიურ პროცესსა და შემდეგ მიღებულ შედეგს გაეცნობიან,“- აღნიშნა ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა.

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა