შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

2019 წლის ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატში ცვლილებები შევიდა. ცვლილება ოთხ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს შეეხება.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 12 ნოემბერი 2018
შეფასებსა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ტესტებში ცვლილებების შეტანა პედაგოგებთან ერთად გამოცდების შედეგების განხილვისა და ანალიზის შემდეგ გადაწყვიტეს: „ამ ცვლილებების მიუხედავად, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი“. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა:ტესტში იქნება მხოლოდ სამი დავალება: ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური 16 ქულა), არგუმენტირებული ესე (მაქსიმალური 24 ქულა) და მხატვრული ტექსტის ანალიზი (მაქსიმალური 30 ქულა). ასე რომ, წინა წელთან შედარებით 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტს მოაკლდება 15 ქულიანი არჩევითპასუხებიანი დავალება (წაკითხულის გააზრება), მხატვრული ტექსტის ანალიზს კი დაემატება 5 ქულა; შესაბამისად, საგამოცდო ტესტი იქნება 70 ქულიანი და არა 80 ქულიანი, როგორც ეს წინა წლებში იყო;ტესტის დავალებების შემცირებასთან ერთად შემცირდება საგამოცდო დროც და გახდება სამ საათი და 45 წუთი.უცხოური ენის გამოცდა:ტესტიდან ამოღებულია ერთ-ერთი დავალება. ეს არის მე-7 არჩევითპასუხებიანი დავალება, რომელიც გრამატიკის ცოდნას ამოწმებდა. გრამატიკის ცოდნა შემოწმდება ტესტში არსებული წერითი დავალებების საშუალებით.საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 80 და არა 90, როგორც ეს წინა წელს იყო;შესაბამისად, საგამოცდო დრო გახდა ორი საათი და 30 წუთი (დრო 10 წუთით შემცირდა).ლიტერატურის გამოცდა:ტესტიდან ამოღებულია ერთი წერითი დავალება, სამაგიეროდ გაიზრდება ღია კითხვების ბლოკი (მაქსიმალური ქულაა 40 ნაცვლად 30-ისა) და მხატვრული ტექსტის ანალიზის მაქსიმალური ქულა იქნება 30 ნაცვლად 25-ისა.საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 70 და არა 80, როგორც ეს წინა წლებში იყო;ტესტის დავალებების შემცირებასთან ერთად შემცირდება გამოცდისათვის განკუთვნილი დროც - ოთხი საათისა და 15 წუთის ნაცვლად, იქნება ოთხი საათი.გეოგრაფიის გამოცდა:ტესტში გაიზრდება ე.წ. ღია დავალებების ხვედრითი წილი, რომლებიც კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ცოდნის გამოყენებასა და ანალიზზე; შემცირდება ე.წ. არჩევითპასუხებიანი კითხვების წილი და დაემატება ერთი, ორი, სამი და ოთხქულიანი ღია დავალებების ბლოკი;ტესტში უცვლელია შემდეგი დავალების ტიპები: კითხვა არჩევითი პასუხებით; რუკის ანალიზი (ფიზიკური და ტოპოგრაფიული); ინფორმაციის ანალიზი;ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 60 ნაცვლად 59-ისა;დავალებების ნიმუშების ნახვა შესაძლებელია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდზე. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება