შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

წუხელ გორში ქურდობის რამდენიმე შემთხვევა მოხდა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/12261 
 02 აგვისტო 2019
პოლიცია ეძებს რამდენიმე ახალგაზრდას, რომლებმაც გამთენიასას წმინდაწყალზე, სადგურის დასახლებაში, სტალინის გამზირზე და იუსტიციის სახლთან მდებრე სავაჭრო ობიექტები გატეხეს. წმინდაწყალზე კი, ერთ-ერთი აფთიაქის გატეხვა სცადეს. აფთიაქის წარმომადგენელი აცხადებს, რომ კარი დაზიანებულია და პოლიციამ გამოძიება დაიწყო. როგორც ირკვევა, სავაჭრო უბნის ცენტრალურ ქუჩაზე ახალგაზრდები ტაქსის მძღოლს საეჭვოდ შეუმჩნევია. ,,დაუძახა, რას აკეთებთო" და ამის შემდეგ გაქცეულან ახალგაზრდები. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება ქურდობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. წუხელ გორში კიდევ სხვა შემთხვევებიც მოხდა. სადგურის დასახლებაში თონე გატეხეს, თუმცა, არაფერი წაუღიათ. თანხა ადგილზე არ იყო შენახული. ქართლი.ჯი წერდა, რომ პოლიციის ეკიპაჟის წევრები მობილიზებული იყვნენ სტალინის გამზირზეც. ყურადღება გზის სავალ ნაწილზე პიკაპის მიერ საავარიო სიტუაციის შექმნან გამოიწვია. შსს-ში გვითხრეს, რომ სტალინის ქუჩაზეც პოლიციელები საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდნენ.  პოლიცია იყო მობილიზებული იუსტიციის სახლთანაც. დილის საათებში პოლიციის თანამშრომლები სავაჭრო ჯიხურთან საგამოძიებო მოქმედებს ახორციელებდნენ.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები