შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აწყურთან, მიკრო ავტობუსი „მერსედეს ვიანო“, რომელიც ახალქალაქიდან რუსეთში მიდიოდა და მგზავრები გადაჰყავდა, საპირიპიროდ მოძრავ „შკოდას“ მარკის ავტომანქანას შეეჯახა.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 10 ნოემბერი 2018
ავტოავარიის შედეგად, მიკროავტობუსში მჯდომი რვა პირი დაშავდა. „შკოდას“ მარკის ავტომანქანაში მყოფი, 60 წლამდე კაცი კი გარდაიცვალა. „სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, იგი მძღოლის გვერდით იჯდა.ამ დროისათვის, ექვსი დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.ორი დაშავებული კი კლინიკა „იმედში“ შეიყვანეს.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება