შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"პოლიტიკური კიკუები! ფული, ბაბაია, ფული და წყალს წაუღია საქართველო"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40271 
 01 აგვისტო 2019

რუსული პროპაგანდის ნაწილი, რომლის მიზანიც ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობის გაღრმავებაა, ყველაფერი ეს კი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკასთან თანხვედრაში მოხდის - პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას პოლიტიკოსები ეხმიანებიან.

საუბარია ლორთქიფანიძის განცხადებაზე, სადაც ის ამტკიცებს, რომ 20 ივნისს პარლამენტში განვითარებული მოვლენების უკან ამერიკის შეერთებული შტატები დგას. მისი თქმით, შტურმში პირადად მონაწილეობდნენ ამერიკის საელჩოს შიდა უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრები.

ოპოზიციის შეფასებით, ლორთქიფანიძე სწორედ ხელისუფლების დავალებით მოქმედებს, რითაც რუსეთის გულის მოგებას ცდილობს.

"ლორთქიფანიძე ჩახუტებულია "ოცნებასთან". არამხოლოდ პრიმაკოვს წარმოადგენს, არამედ "ოცნების" ერთ-ერთი უსაყვარლესი ფიგურაა. ასეთი განცხადებების კეთება ნუთუ ვერ გრძნობენ, რომ სტრატეგიულ პარტნიორებზე მათი მხრიდან საუბარი ძალიან დიდ ზიანს აყენებს და პრაქტიკულად მათ ორსახოვნებას, ორ სკამზე ჯდომას აშიშვლებს და ამზეურებს.

ნებისმიერი საწინააღმდეგო განცხადება რუსული სპეცსამსახურებისგან აღებული ფულით გაწეული სამსახურია, ესენი კიდევ დღეს ასე არიან ოცნების გარკვეული ნაწილი,ესენი არიან პოლიტიკური კიკუები - ფული, ბაბაია, ფული და წყალს წაუღია საქართველო. რაში აინტერესებთ ამათ, რა მოჰყვება იმ რუსულ ინიციატივებს, რაც საქართველოში მიმდინარეობს. კომბლიანი ხალხი, ლორთქიფანიძეები, "პატრიოტთა ალიანსი" და კიდევ ბევრი სხვა ვიღაცეები არიან ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გამხმოვანებლები,“-აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი, კოტე კემულარია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა