შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კადრები ნისლებისა და ღრუბლების სამეფოდან - დიახ, ეს ბახმაროა (ფოტოები)

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40276 
 01 აგვისტო 2019

უნიკალური მთის კურორტი გურიაში, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის და ქმნის გასაოცარ გარემოს. დიახ, ეს ბახმაროა, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს იზიდავს ვიზიტორებს თავისი სილამაზით და ბუნებრივი სამკურნალო თვისებებით.

ნისლებისა და ღრუბლების სამეფო – კურორტს ხშირად ამ სახელითაც მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ მისი სილამაზის სრულად აღბეჭდვა ფოტოზე შეუძლებელია, ამიტომ ბახმაროს ადგილზე უნდა ეწვიოთ.

თუმცა, ვიდრე ბახმაროში გამგზავრებას გადაწყვეტთ, არ იქნება ურიგო, რამდენიმე ფოტოს თუ გადაავლებთ თვალს. კადრები, რომლებსაც სოციალურ ქსელში გვერდი დრონოგრაფია  Droneography Georgiaავრცელებს, ნამდვილად გიბიძგებთ რომ ზაფხული სწორედ ბახმაროში გაატაროთ.

 

დამატებითი ინფორმაცია ბახმაროს შესახებ:

კურორტი წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყეებით. საკურორტო სეზონი მხოლოდ ზაფხულის, სამი თვის განმავლობაში გრძელდება. მიზეზი მაღალი ნალექი და ინფრასტრუქტურის არარსებობაა. კურორტზე არ არის წყალგაყვანილობა და ელექრომომარაგებას ხშირად ხარვეზები აქვს. ზამთარში აქ მოხვედრა რთულია, თუმცა შესაძლებელია ბურანის ქირაობა- ჩოხატაურში და შედარებით ხელმისაწვდომია. კურორტზე ზამთრის განმავლობაში შესაძლებელია თოვლის მანქანის ქირაობაც, რომელიც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ზამთარში ტემპერატურა საშუალოდ -5C-ია, ზაფხულიც ზომიერად გრილია, საშუალო ტემპერატურა -14C. სიმაღლე ზღვის დონიდან 2050 მ. კურორტზე ტიპური ხის სააგარაკო სახლები დგას, რომელთა ქირაობაც შესაძლებელია.

ამასთან, ბახმაროში არის მთა გადრეკილი, დამსვენებლებში მთა ცნობილია “მზის ამოსვლის გორის” სახელწოდებით. მთა გადრეკილი ბახმაროდან რამდენიმე კმ-შია, აქ საღამოობით მიდიან დამსვენებლები კარვებით და მზის ამოსვლას ხვდებიან მთაზე, სადაც მართლაც საოცარი სანახაობაა, ღრუბლების ზღვაში როგორ ამოდის მზე.

 

 

წყარო: Droneography Georgia

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა